Wednesday, March 30, 2016

           დღე 9
დღეს  ჩავატარეთ ბოლო მეცადინეობა  ეს დღეები იყო ძალიან  ნაყოფიერი
ვისწავლე როგორ დავგეგმო  პროექტ-გაკვეთილები ,როგორ გამოვოყენო  მრავალფეროვანი  მეთოდები,როგორიცაა მაგალითად  კვლევა,ძიება სიმულაცია და ა.შ.
რომელიც განავითარებს 21-ე საუკუნის უმარ-ჩვევებს.
დღეს სარვადგინე პორტფოლიო და ჯგუფმა ტრენერთან ერთად შეაფასა ჩემი  ნამუშევარი

Friday, March 25, 2016

     
                           დღე 8
     დღეს ვისწავლე  როგორ  გამოვიყენო  ტექნოლოგიები  ყველაზე ეფექტურად,სწავლების  პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
    როგორ გავუწიო ფასილიტაცია  კლასს  მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში  და როგორ  გავაუმჯობესო  სასწავლო   პრაქტიკა  ტექნოლოგიების  გამოყენებით/.
     ვისწავლე drive-დან  პორტფოლიოს  მიბმა  და შიგ  სხვადასხვა  მასალების   ატვირთვა  
                                   დღე 7


     დღემ ნაყოფიერად ჩაიარა,შემდეგი მეცადინეობისთვის გავითვალისწინებ  იმ შენიშვნებს,  რომლებიც  მივიღე  ტრენერისაგან საშინაო დავალების  წარდგენის შემდეგ/
   
     დღეს ვისწავლე 6  მოდულით გათვალისწინებული  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  შეფასების გეგმის შედგენა .
   
 გავიგე  როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე  ეფექტურად სწავლების პროცესის  ხელშეწყობისთვის მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით
 
ვისწავლე როგორ  გამოვიყენო ეფექტურად ბლუმისა და  გარდნერის თეორიები  მოსწავლეთა წარმატებისთვის.
   
 ეს რეფლექსია დავწერე 23 მარტს ოთხშაბათს/მაგრამ   მოულოდნელად გაითიშა დენი  და  ვერ გავგზავნე.

Friday, March 18, 2016

                                                 დღე  6

        დღეს  წარმოვადგინე ჩემი  ნამუშევარი,  ეს იყო მოცემული თემის პრეზენტაცია მიუხედავად იმისა, რომ  სრულყოფილებისაგან შორს  არის  მე მივიღე შენიშვნები,რომლებსაც  აუცილებლად გავითვალისწინებ და  ნამუშევარიც  უფრო მისაღები  გამოვა/
დღეს აგრეთვე გავეცანი  5 მოდულს, გავიხსენე მოსწავლეთა   პროექტების შეფასების რუბრიკები და მივიღე საშინაო დავალება/

Wednesday, March 16, 2016

დღე-5

დღეს  მუშაობა  იყო დატვირთული  და საინტერესო  ჩემთვის,   გავიხსენე   სლაიდების შექმნა  ვისწავლე    მრავალფეროვანი   გვერდების შექმნა   სხვადასხვა  ქსქლებიდან  სააინტერესო ინფორმაციის  გადმოტანა.
ვისწავლე თუ როგორ მივიყვანო მოსწავლე მთავარ  პრობლებამდე და ამისათვის რა  უნდა  ვასწავლო როგორ მოიძიოს  მასალები მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

Friday, March 11, 2016

დღე 4

დღევანდელი  ტრენინგის  საკითხები იყო 1.დროში  გაწერილი შეფასების  გეგმა  ვისწავლე თუ რა ნაბიჯები უნდა  გადავდგა  პროექტზე მეშაობის დაწყებამდე , თუ რა არის საჭირო  პროექტზე  მუშაობის  პროცესში და როგორ  დავასრულო  წარმატებით  პროექტი
მე ვფიქრობ,რომ  დღეს მიღებული  ცოდნა  გამომადგება  მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს.
2.საკითხი  იყო  კავშირები -ვფიქრობ როდესაც  მოსწავლეთა  უმრავლესობა ფლობს კომპიუტერულ   ტექნოლოგიებს  მათთან  მართლაც  შესაძლებელია   სხვადასხვა ქსელების   გამოყენებით   დახურულ  ჯგუფებში  მუშაობა .რასაც ვფირობ რომ  გამოვიყენებ.

Wednesday, March 9, 2016

                                                            დღე მესამე
  

დღეს 8 მარტია. დილა მილოცვებით დავიწყეთ და შემდეგ განვიხილეთ საშინაო

       დავალება არჩეული პროექტისათვის ბუკლეტის დამზადება.
შემდეგ დავიწყეთ მოდული 2-სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
        ამ მოდულში  სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. პირველ რიგში, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები, განვიხილეთ ზოგადი შეკითხვები საიდანაც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ვისაუბრეთ პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებზე და შევავსეთ პროექტის გეგმის ნიმუში.